2.10.11

ქართველ ებრაელთა მონაცემების ბაზა

გვაქვს პატივი გაცნობოთ, რომ საქართველოს ებრაელთა მსოფლიო კონგრესს განზრახული აქვს, შექმნას ქართველ ებრაელთა სრული მონაცემების ბაზა.
პროექტის მიზანია ჩვენს თემთან კავშირ-ურთიერთობის გამყარება და თანამშრომლობის შემდგომი გაღრმავება. როგორც ცნობილია, ჩვენს ქვეყანაში, როგორც სახელმწიფოებრივ, ასევე კერძო სექტორში, მოქმედებს არაერთი პროგრამა, რომელიც სხვადასხვა კატეგორიის ადამიანებისთვის არის გამიზნული. მაგალითად, ის რაც მოხუცებისთვის არის შესაფერი და მიზანშეწონილი, შეიძლება სტუდენტი-ახალგაზრდობისთვის სრულიად გამოუსადეგარი და უსარგებლო იყოს; რაც ექიმს გამოადგება, ის ინჟინრისთვის და ეკონომისტისთვის ზედმეტი და არაფრისმომცემი იქნება. სხვადასხვა საზოგადოებრივ და სოციალურ საფეხურზე არიან მუშა და კომერსანტი, პოეტი და დიასახლისი, პედაგოგი და პენსიონერი, სპორტსმენი და ომის ვეტერანი და სხვა და სხვა...

მონაცემების ბაზის მიზანიც ისაა, რომ თითოეულმა დიფერენცირებულად, თავისი პროფილის შესაბამისად მიიღოს ნებისმიერი სახის პრივილეგია თუ შეღავათი. ეს შეღავათი კი, როგორც ზემოთაც აღვნიშნეთ, შეიძლება ერთნაირად მნიშვნელოვანი იყოს, როგორც სახელმწიფოებრივი, ასევე კერძო სტრუქტურების მხრიდან.

ჩვენს კონგრესს ამავე მონაცემების საფუძველზე შეუძლია თანადგომა გაგიწიოთ და შუამავლის ფუნქცია იკისროს თქვენსა და აღნიშნულ სტრუქტურებს შორის. ამასთან ერთად, თვითონ კონგრესსაც აქვს დახმარებების სხვადასხვა ფორმა, რომელიც თქვენგან მოწვდილი მონაცემების გათვალისწინებით, კონკრეტული მოთხოვნილების შესაბამისად გავრცელდეს სხვადასხვა კატეგორიის ადამიანებზე (კალენდრები, საინტერესო გამოცემები, ჟურნალ-გაზეთები, ფასიანი საჩუქრები, ბილეთები სხვადასხვა ღონისძიებაზე თუ წარმოდგენაზე, სადღესასწაულო მილოცვები და ა.შ...)

ყველაფერი ეს მოგეწოდებათ ოპერატიულად, ფასდაკლებით ან უფასოდ. ამის შესაძლებლობას კი, ვიმეორებთ, თქვენგან მოწვდილი მონაცემები მოგვცემს.

აღნიშნულის გათვალისწინებით, გთხოვთ მოგვაწოდოთ თქვენი პირადი მონაცემები შემდეგი თანმიმდევრობით:
1. სახელი, გვარი
2. დაბადების თარიღი;
3. ისრაელში ამოსვლის (ალიის) წელი;
4. განათლება;
5. სპეციალობა;
6. სამუშაო ადგილი;
7. საფოსტო მისამართი: ქალაქი, ქუჩა, სახლის ნომერი;
8. ელექტრონული მისამართი;
9. ტელეფონები სახლის, მობილური;

მთელი ეს მონაცემები კონფიდენციალური იქნება და მხოლოდ ჩვენი შიდა საჭიროებისთვის თუ გამოიყენება.

მონაცემების მოწოდება შეგიძლიათ:



  • ელეკტრონული ფოჩტით მისამართზე: wcgjdb@walla.co.il ან
  • ცხრილის შესავსებათ დააჭირეთ აქ

    ჩვენი ღრმა რწმენით, ამ მონაცემების ბაზის შექმნით სრულიად ახალი ეტაპი დაიწყება ჩვენს ურთიერთობაში, რომელიც ერთნაირად გამოგვადგება ყველას.

    ველით თქვენს გამოხმაურებას!
    წინასწარ გმადლობთ ოპერატიულობისთვის!
    უფალი შეგეწიოთ და გფარავდეთ მისი მოწყალე ხელი!

    კონგრესის გამგეობა
  • אין תגובות:

    הוסף רשומת תגובה